"ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსმა" აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა- ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატად ნინო გულუა წარადგენა.
პარტიის ლიდერის მარიამ ჯაშის განცხადებით პროფესიით ექიმი ნინო გულუა სამეგრელოს პრობლემებს კარგად იცნობს და მოსახლეობის სოციალური პრობლემების მოგვარების კონკრეტული გეგმა აქვს.
"დარწმუნებული ვარ, რომ ნინო გულუა იქნება კიდევ ერთი უძლიერესი კანდიდატი, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ყველა სხვა პარტიის წარმომადგენლებს, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, აბაშისა და მატრვილის მუნიციპალიტეტებში,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაში.