19 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
ცაგერში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მოძრაობა დღის ბოლომდე აღდგება

მეწყერი ცაგერში - სოფელ ლაშიჭალაში ჩამოშლილმა მიწის მასამ ორი ავტომობილი მოიყოლა. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მაქარაშვილმა განაცხადა, სავარაუდოდ, მოძრაობა დღის ბოლომდე აღდგება. 

"მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება, რომ უმოკლეს დროში დაიწყოს გაწმენდითი სამუშაოები. ფეხით გადასასვლელი გაკეთებულია. ვარაუდობთ, რომ დღეს, დღის ბოლომდე აღდგება მოძრაობა," - განაცხადა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მაქარაშვილმა. 

დღის ამბები