19 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
შესუსტდა თუ არა კორონავირუსი - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

შესუსტდა თუ არა COVID - 19 - ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა "დღის კურიერში" განაცხადა, რომ კორონავირუსმა მუტაცია ცალსახად განიცადა და დღეს უფრო მეტად შუა ასაკის ადამიანები ინფიცირდებიან, რომელთაც შედარებით უფრო მსუბუქად გადააქვთ ვირუსი.

"ძალიან მაღალი დონის მტკიცებულებითი კვლევები ამასთან მიმართებაში ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა, არის ასეთი მოსაზრება, რომ მუტაციური ნაწილი რაც ბოლო თვეების სექვენირების შედეგად ფიქსირდება, შეიძლება მიუთითებდეს იმ ტიპის მუტაციას, რომელიც ამ სისუსტეზე კლინიკური გამოვლინების სისუსტეზე იყოს პასუხისმგებელი, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ რადგანაც მსოფლიოს უდიდესი ნაწილი შეიძლება დაიღალა ამ შეზღუდვებით და კარანტინით, შუა ასაკის ადამიანებმა დავიწყეთ უფრო მეტი მობილობა, უფრო თამამად გადაადგილება, უფრო მეტი თავშეყრა, ბუნებრივია, მსოფლიოშიც ასე ხდება.

თუ ადრეულ პერიოდში მთელ მსოფლიოში მძვინვარებდა უფრო ხანდაზმულ ასაკში ეს დაავადება, დღეს უფრო მეტად ეს არის შუა ასაკის ადამიანებში. ანუ, დაავადებული აქტიური შემთხვევების რაოდენობა ახლა დაახლოებით არის 7 მილიონი მსოფლიოში. ამ 7 მილიონიდან უდიდესი ნაწილი, სტატისტიკურად, სწორედ ეს განასხვავებს ადრეული ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდს - არის შუა ასაკი.

ამიტომ, იმ ასაკში ისედაც შედარებით უფრო მეტია მსუბუქი მიმდინარეობა, საშუალო და ასიმპტომური მიმდინარეობა. ამიტომ ცალსახად ეს ვირუსის მუტაციაა. თუ გაგვეზარდა ჩვენ იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებსაც შედარებით იოლად მისდით ინფექცია, აი ეს საკითხი ბოლომდე ჯერჯერობით გარკვეული არ არის," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა

დღის ამბები