19 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
ფოთში, მდინარე რიონში მყვინთავებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს

ფოთში, მდინარე რიონში მყვინთავებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს. თვითმხილველთა თქმით, 17 წლის ბიჭი რიონში საცურაოდ შევიდა და იგი მდინარემ გაიტაცა. არასრულწლოვანი მარნეულიდანაა და ფოთში სტუმრად იმყოფებოდა.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო საგანგებო სიტუაცუების მართვის სამსახურის სამი მყვინთავი, 1 ნავი, 2 სკუტერი, 2 კატერი, აქედან ერთი აღჭურვილი წყალზე საძიებო სკანერი "ექოლოტით" და სამაშველო ჯგუფი საფრენი აპარატი დრონით.

გამოძიება დაწყებულია სსკ -ს 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები