19 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
ლევან ვარშალომიძემ სავალდებულო კარანტინი დატოვა

აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ ცოტა ხნის წინ სავალდებულო კარანტინი დატოვა. კარანტინიდან გამოსულ ვარშალომიძეს მხარდამჭერები დახვდნენ.

მედიასთან საუბრისას მან თქვა, რომ დღეიდან, აქტიურად ჩაერთვება წინასაარჩევნო კამპანიაში და აქვს ამომრჩევლის მხარდაჭერის იმედი.

ლევან ვარშალომიძე "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატია საქართველოს პარლამენტში.    

"ჩვენს რეგიონს, აჭარას აქვს უდიდესი პოტენციალი, რომელიც სამწუხაროდ, მოქმედმა ხელისუფლებამ დააპაუზა, დააკონსერვა და გააჩერა. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ბათუმი ეკუთვნის ყველას, ამიტომ დავივიწყოთ წყენა და დღეიდან, ხელს ვუწვდი ყველას თანამშრომლობისთვის და მეგობრობისთვის, რომ ერთად გავაგრძელოთ ბათუმის  და ჩვენი ქვეყნის მშენებლობა,“ - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.   

დღის ამბები