"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დავით კირკიტაძე შესაძლოა თვითიზოლაციაში გადავიდეს. მას გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილთან ჰქონდა შეხება, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს.
"კურიერი" დავით კირკიტაძეს დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ PCR ტესტი უკვე ჩაუტარდა და ამჟამად პასუხს ელოდება, თუმცა ის თვითიზოლაციაში არ გადასულა.
კირკიტაძე არც გოგიჩაიშვილთან კონტაქტს ადასტურებს.
"ლევან გოგიჩაიშვილის კონტაქტებში არ ვარ," - ამბობს კირკიტაძე.