26 მაისი 2024,   23:29
ვრცლად
დღეს გამოვლენილი 87 ახალი შემთხვევა პიკური მაჩვენებელია - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს გამოვლენილი 87 ახალი შემთხვევა პიკური მაჩვენებელია. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

"დღეს გამოვლენილი 87 ახალი შემთხვევა პიკური მაჩვენებელია. ეს შემთხვევები ორ მთავარ ფაქტორს უკავშირდება. ეს გახლავთ ზაფხულში მობილობის ზრდა და მეორე დაკავშირებულია პირდაპირ სამასპინძლო დაწესებულებებთან. მომატებული ინფიცირების მაჩვენებლები, ჩვენს არაპასუხისმგებლობასთან იყო დაკავშირებული.

ძალიან გთხოვთ ნუ გაგვაკრიტიკებთ, როდესაც ჩვენ მთავრობას რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ ამ დროს თავი შევიკავოთ დიდი ტრადიციული ღონისძიებებისაგან. რაც შეეხება პოზიტივს, ინფექცია კლასტერული გვაქვს და არ არის ცალკეული შემთხვევების ისეთი გავრცელება, რომელიც კატასტროფა იქნება. სწორედ ამ ყველაფრის გამო, სწავლის გადადება ერთ-ერთი დამხმარე იქნება ინფექციის შემდგომი შეკავებისთვის," - აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

 

დღის ამბები