საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ბორჯომის ბაქნის ბაზრობის მოვაჭრეებს შეხვდა, რომლებიც ბაზრის ადმინისტრაციის მხრიდან გაზრდილ გადასახადებს აპროტესტებდნენ.
პეტრიაშვილისა და ადმინისტრაციის შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ადმინისტრატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება გადასახადების გაზრდის შეჩერების შესახებ.
"როდესაც ეკონომიკა და ადამიანების ეკონომიკური შესაძლებლობები არ არის იმ მდგომარეობაში, რომ მათ გაზრდილი გადასახადები გადაიხადონ, აბსოლუტურად ლოგიკური იყო ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ამ გადასახადების გაზრდის შეჩერებასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ურთიერთშეთანხმებით იქნება სიმშვიდე, სტაბილურობა და როგორც ადმინისტრაციისთვის, ისე აქ დასაქმებულებისთვის ნორმალური პირობები,"- განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.