ევაკუაცია "გალერია თბილისში". შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით მოქალაქემ მინუს ერთ სართულზე ხელი განგაშის ღილაკს დააჭირა, რის შედეგადაც ტერიტორია დაცალეს. ამ წუთებში სავაჭრო ცენტრში მუშაობა აღდგენილია.