19 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
ბარების და რესტორნების დახურვასთან დაკავშირებით სრული სიცხადე უნდა იყოს - სერგი კაპანაძე

"ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ ბოლო დროს მომატებული ეპიდემიოლოგიური რისკებისა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ხელისუფლება ხელოვნურად ცდილობს ისეთი ატმოსფეროს შექმნას, ტითქოს ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

დეპუტატი ბარების და რესტორნების დაკეტვის საკითხსაც გამოეხმაურა.

"განსხვავებით გუშინდელი 12 000 ტესტისგან, დღეს 9 000 გააკეთეს და დღეს აღმოჩნდა, რომ დაახლოებით იგივე რაოდენობაა, რაც იყო გუშინ. ეს იქნა გასაღებული, როგორც წარმატება.

კრიმინალური პოლიცია და სამართალდამცავები მიადგნენ თბილისში არსებულ ბარებს და რესტორნებს და უბრძანეს, რომ დახურულიყვნენ. ამ საკითხებზე უნდა იყოს სრული სიცხადე საზოგადოებაში: 1. სტატისტიკა გამოქვეყნდეს მთლიანად - რამდენის ტესტირება ხდება და რამდენია დაინფიცირებული; 2. თუ საჭიროება არის წესების დაცვის, ამის შესახებ უნდა იყოს კომუნიკაცია, ინფორმაცია უნდა იქნეს მიწოდებული, იქნება ეს რესტორნები, ბარეbი თუ სხვა სახის დაწესებულებები,"-განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

დღის ამბები