გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი ლოკაცია ჩნდება - ინფორმაციას ოჯახის ადვოკატი ავრცელებს. მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების და ადგილობრივებთან გასაუბრების დროს მათ აღმოაჩინეს ალტერნატიული გზა, ამ ტერიტორიის შესწავლის შემდეგ კი დადგინდა, რომ გზაზე კამერები არ არის.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის მანქანა, შესაძლოა, შემთხვევის ადგილზე, მაწევანის ტყეში სწორედ ამ გზით მიიტანეს და დატოვეს.
"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ლოკაცია შევცვალოთ და უკვე დეტალურად გადავიდეთ იმ ადგილმდებარეობის მიხედვით, სადაც მიგვითითა ადგილობრივმა მოსახლეობამ; დეტალურად დავიწყოთ ფეხდაფეხ სიარული და ყველა იმ ადგილის გამოკვლევა, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა რომ ავტომობილი იმ ადგილებიდან ყოფილიყო შემთხვევის ადგილზე გადაყვანილი,"-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.