19 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
თურქეთში 32 წლის საქართველოს მოქალაქე მოკლეს - ახალგაზრდა ქალის ცხედარს ცემის კვალი აღენიშნება

სასტიკი მკვლელობა თურქეთში - რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ სტამბოლში საქართველოს მოქალაქის გვამი აღმოაჩინა.

წინასწარი ინფორმაციით, 32 წლის ქალის ცხედარს ცემის კვალი აღენიშნება. სასიკვდილო ჭრილობები კი მას,  სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული.

თურქეთში ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დანაშაული ჩაიდინა მოკლულის მეუღლემ, რომელიც ამ დროისთვის იძებნება. ის, შემთხვევიდან მალევე მიიმალა. 

დღის ამბები