19 ნოემბერი 2024,   04:30
ვრცლად
ახმეტის, ჩოხატაურის და გორის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელში საკონტროლო პუნქტები გაიხსნება და სწავლა 1 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

როგორც მეზვრიშვილმა განაცხადა რამდენიმე სოფელში სწავლა 1 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

"ვაწესებთ შეზღუდვებს იქ, სადაც ლოკალურად არის საჭირო. საზოგადოებამ შრომის ინსპექციას ხელი უნდა შეუწყოს და წესები მაქსიმალურად დაიცვას. 

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში,  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდსა და ჩხაკაურასთან, გორის მუნიციპალიტეტ სოფელ ქიწმისთან, დაემატება საკონტროლო პუნქტები,  შესასვლელ-გასასვლელები დაექვემდებარება ტესტირებას. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჟოს გადაწყვეტილებით, ამ სოფლებში სწავლა 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება დისტანციურ რეჟიმში,"- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დღის ამბები