19 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
ქვეყანაში ჩატარებული სეროპრევალენტური კვლევის მიხედვით ვირუსი ქვეყანაში ინტენსიურად არ ცირკულირებს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ტესტირების მაჩვენებელი გაფართოებულია.

მისივე თქმით, 4 მუნიციპალიტეტში, ეპიდემიოლოგებმა 1222 სისხლის ნიმუში აიღეს იმის დასადგენად, თუ ვის ჰქონდა ანტისხეულები ორგანიზმში, ანუ ვინ მოიხადა უკვე  ვირუსი.

"ქვეყანაში ტესტირების მაჩვენებელი გაფართოებულია. ჩვენ გუშინ ღამით დავასრულეთ ე.წ სეროპრევალენტური კვლევა 4 მუნიციპალიტეტში. ეს ნიშნავს იმას, რომ 4 მუნიციპალიტეტში - ხელვაჩაურში, ქობულეთში, მარტვილსა და ბორჯომში, 1222 სისხლის ნიმუში ავიღეთ შერჩევითი პრინციპით, იქ განისაზღვრა ანტი-სხეულები, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ეგ ანტისხეულები ჩნდება, ე.ი ამ ადამიანს გადატანილი აქვს კორონავირუსი. 1222 ნიმუშიდან კი, მხოლოდ ერთი ამოვიდა დადებითი, ის მარტვილის რაიონიდან არის. 

სისხლის აღება 17-დან 25 აგვისტოს პერიოდში მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფექცია ინტენსიურად არ ცირკულირებს. ჩვენ ყველანაირად უნდა შევინარჩუნოთ ის დაბალი მაჩვენებელი რაც აქამდე გვაქვს," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები