დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში აღარ არის მოსალოდნელი დიდი ლოქდაუნი.
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკამ მუშაობა უნდა დაიწყოს, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მოსახლეობას მეტი სიფრთხილით მოუწევს ცხოვრება.
"კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა, რა თქმა უნდა, გვექნება. კორონავირუსი არსად არ გაქრება უახლოესი ერთი წელი, თუმცა ეს დიდი "ლოქდაუნები" აღარ იქნება. გარდა იმ წერტილოვანი ადგილებისა, სადაც სიმწვავეა. ქვეყანამ უნდა იმუშაოს, ეკონომიკა უნდა გაცოცხლდეს. შემთხვევების რაოდენობა გვექნება, ამას ვერსად გავექცევით. ყოველდღიურ ცხოვრებას სიფრთხილით უნდა დავუბრუნდეთ,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.