ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ინფიცირებულთა მომატებული მაჩვენებლების შემდეგ, COVID კლინიკებში საწოლების რაოდენობა გაიზარდა.
"მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია ის სამედიცინო დაწესებულებები, რომელიც არიან COVID კლინიკა, ან ცხელების კლინიკა.
პარასკევს, მას შემდეგ, რაც ინფიცირების მატება დაფიქსირდა, დამატებით მობილიზებული იქნა 700-მდე საწოლი. შესაბამისად, შაბათ-კვირას მობილიზებული საწოლ ფონდის რაოდენობა 1500-მდე გაიზარდა. დღეს კი, ეს საწოლები მომზადებული იმისათვის, რომ COVID პაციენტების მიღება განახორციელოს 2400-მდე საწოლმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში: - თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში და ქობულეთში," აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია.