19 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
კახეთი კოვიდინფექციის რუკაზე გაწითლდა, ერთი ოჯახიდან სამი ინფიცირებულია

კოვიდინფექციის რუკაზე კახეთის რეგიონიც გაწითლდა. აქ ვირუსის 3 კერაა. ინფიცირებულები არიან ლაგოდეხში, ველისციხესა და ახმეტაში. სულ, კახეთში, დღევანდელი მონაცემებით, "კოვიდ19" დადასტურებული აქვს 23 პირს.

გამკაცრებულია ზომებია სოფელ მატანში, სადაც, სპეციალისტების წინასწარი შეფასებით, ვირუსის გავრცელების რისკი დიდია. ამ სოფელში სასწავლო პროცესის განახლება გადაიდო.

სწავლის გადადების მიზეზი სკოლაში პედაგოგის დაინფიცირება გახდა, მასწავლებელს, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ოჯახის წევრებიც დაინფიცირებული ჰყავს - მათ შორის ფეხმძიმე ქალი და 10 თვის ბავშვია. ისინი კოვიდმიმღებ განყოფილებაში გადაიყვანეს.

მათი ინფიცირების წყარო, შესაძლოა, იყოს გასულ კვირას გამართული ქორწილი ქალაქ გორში.

დაინფიცირებულმა ქალმა ექიმებს თავად მიაკითხა, რადგან სიმპტომები ჰქონდა.

დღის ამბები