19 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
ეპიდემიის დროს ჩაკეტვა ყოველთვის ეფექტურია, თუმცა ხშირ შემთხვევაში გაუმართლებელი - ინფექციონისტი

ინფექციონისტ გიორგი კამკამიძის შეფასებით, ქვეყნის ჩაკეტვა ყოველთვის ეფექტურია მსგავსი ეპიდემიის დროს, მაგრამ ეს, ამასთანავე, ხშირად - გაუმართლებელიც. ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა

"ჩაკეტვა ყოველთვის არის ეფექტური, თუმცა ხშირ შემთხვევაში გაუმართლებელია. მითუმეტეს, ​რამდენჯერმე ჩაკეტვა მთლიანად ჩამოშლის ქვეყანას. აქედან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, რა არის ჩაკეტვის დადებითი მხარე და რა უარყოფითი.

რაც შეეხება სკოლებს, აუცილებლად უნდა მოხდეს შერეული მოდელის დანერგვა. 

ეს, ძირითადად, უნდა შეეხოს დაბალ კლასებს, სადაც შედარებით რთულია ონლაინრეჟიმში გაკვეთილების ჩატარება. ამასთან, საჭიროა სკოლებში დღის განრიგიც შეიცვალოს და ბავშვები სხვადასხვა რეჟიმში გადანაწილდნენ. ასევე უნდა იყოს საბავშვო ბაღებში," - აცხადებს ინფექციონისტი გიორგი კამკამიძე. 

დღის ამბები