ზუგდიდში ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა. ჩარგაზიას ქუჩაზე ორსართულიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის, ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. როგორც მერიაში ამბობენ, ისინი დაზარალებულ ოჯახს ფულად დახმარებას გაუწევენ და საჭიროების შემთხვევაში, ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართავენ.