19 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
მკაცრი შემოწმება გორის მუნიციპალიტეტში - დაწესდება თუ არა დამატებითი რეგულაციები სოფელ ქიწმისში, ტესტის შედეგებზეა დამოკიდებული   

კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყნის მასშტაბით, ზოგ რეგიონში ისევ რეგულაციები დაწესდა. გორის მუნიციპალიტეტში შემსვლელ ყველა პირს მკაცრი კონტროლი და თერმოსკრინინგი უტარდება. 

მოხდება თუ არა  მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწმისში დამატებითი რეგულაციების ამოქმედება, ეს ტესტის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. სოფელში გაფართოებული ტესტირება დაწყებულია. 

მუნიციპალიტეტში გაიმართა ქორწილი, სადაც 250-მდე ადამიანი იმყოფებოდა და სპეციალისტები ინფიცირების შემთხვევის ზრდას არ გამორიცხავენ. სოფელში, ერთ დღეში, 8 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. 

"ჩვენს სოფელში არის 4 ადამიანი, როგორც მე ვიცი, ჩემი ინფორმაციით. ქორწილში დაინფიცირდნენ. აქ მცხოვრებლები არიან, აჭარლები არიან. დაიკეტა სოფელი, არავის არ უშვებენ," - ამბობს ადგილობრივი ვლადიმერ ღონღაძე. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულ, დაახლოებით, 300 ადამიანს აუღეს ბიოლოგიური ნიმუში და ისინი ლუგარის ცენტრში გადაიგზავნა. 

"დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფ პირებს ავუღეთ 300-მდე ნიმუში და დღეს ლუგარის ცენტრში იგზავნება დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულების 300 ნიმუში. გარდა ამისა, იგზავნება კიდევ დამატებით 69 ნიმუში. ეს არის სავალდებულო ტესიტრებას დაქვემდებარებული პირების ნიმუში და პედაგოგების ნიმუშები, რომლებიც იყვნენ ეპიდაფეთქების კერაში," - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის შიდა ქართლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ეკა ქორჩაშვილმა.  

დღის ამბები