"არტოს ბაღი" ქართული მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს. მისულ სტუმრებს ქართული უკვდავი მელოდიების მოსმენა შეეძლებათ. ღონისძიება 14, 15 და 16 სექტემბერს 20:00 დაიწყება. ორგანიზატორების თქმით, ღია სივრცე მოწყობილია სოციალური დისტანცირებისა და ყველა სხვა საჭირო რეგულაციის გათვალისწინებით. ფესტივალი თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.
"არტოს ბაღში" მოსულ სტუმრებს ქართული უკვდავი მელოდიების მოსმენა შეეძლებათ. ნიკა ნიკვაშვილი ორკესტრთან ერთად, ნუკრი კაპანაძე, ეკა მამალაძე, ანსამბლი "ფორტე" და კიდევ ბევრი სხვა ქართველი არტისტი 3 დღის განმავლობაში გაანებივრებს ქართულ მუსიკას მონატრებულ მსმენელს.
ავტორი: თეო ცუცქირიძე