19 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
"ბევრნი იყვნენ, ჩვენ დაბლა სიმინდს ვიღებდით და ვუყურებდით" - უკანონო ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი შიდა ქართლში

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები უკვე რამდენიმე დღეა სხვადასხვა სოფელთან უკანონო სამუშაოებს ატარებენ. ოკუპანტებმა დღეს დილიდან სამუშაოები განაახლეს როგორც სოფელ ატოცში, ასევე სოფელ ხურვალეთშიც. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ოკუპანტებს მავთულხლართები ტერიტორიის ურო კარგად გაკონტროლებისთვის სჭირდებათ. უკანონო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ქართული მხარე ვეღარ აკონტროლებს.

"ბევრნი იყვნენ. ჩვენ დაბლა სიმინდს ვიღებდით და ვუყურებდით. ზევით არ გადმოუწევიათ. გადმოწევა უნდათ, ჩაღობვა უნდათ თუ რა უნდათ ვერ გავიგეთ," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიმდინარე პროცესს საოკუპაციო ძალების მორიგ სახიფათო და უკიდურესად დესტრუქციულ ქმედებად აფასებს.

დღესვე ატოცში ევროკავშირის წარმომადგენლობის მისია იმყოფებოდა და მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან. 

დღის ამბები