"აზიის განვითარების ბანკის" ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის დასაწყისში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეფერხების შემდეგ, საქართველო ეკონომიკურ ზრდას 2021 წელს 4.5%-ით დაუბრუნდება.
ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ინფლაცია გასული წლის 3.6%-თან შედარებით გაიზარდა და 6.4% შეადგინა.
შესაბამისად გაიზარდა ფასების ინდექსიც. განახლებულ ანგარიშში მკვეთრადაა გაზრდილი საქართველოს მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი 2020-სა და 2021 წლებში - 11 და 8 პროცენტით.