მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიგა ტატიაშვილი მივიდა. ის რამდენიმე წუთში სასამართლოს ჩვენებას მისცემს.
გიგა ტატიაშვილი გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ბრალდებულია, მას გამოძიება ძალადობის ორგანიზებას ედავება.
ტატიაშვილი 18 ივნისს მცხეთაში, ნარაკვევის დასახლებაში იმყოფებოდა, მომხდარ დაპირისპირებაში მას მონაწილეობა არ მიუღია. ის თანაკლასელებთან ერთად თბილისში ჩამოვიდა და კვლავ უკან დაბრუნდა. ტატიაშვილი მართავდა "მერსედესის" მარკის ავტომობილს, რომელიც ავტომაგისტრალის ეპიზოდში ფიგურირებს.
მისი ავტომობილით გადაადგილდებოდა მორაგბე ნიკა ჟვანია რკინის ხელკეტით. ასევე, მისი ავტომობილის მგზავრები გაუსწორდნენ, ჩვენებების მიხედვით, ჯერ კოკო ღიბრაძეს, შემდეგ კი - გიორგი ქათამაძე სცემეს.
ჩვენებების მიხედვით, ბრალდებულები ამბობენ, რომ ქათამაძეს ურტყამდა ყველა, გარდა გიგა ტატიაშვილისა.
დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში, ასევე, იგეგმება ნიკა რევაზიშვილის დაკითხვა.