19 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ამ დრომდე არ გასაჩივრებულა - ცესკო

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ ცესკოში საინფორმაციო განცხადება გაკეთდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული განკარგულება თუ მიღებული გადაწყვეტილება, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ, უფლებამოსილი პირების მიერ, ამ დრომდე არ გასაჩივრებულა.

"საოლქო საარჩევნო კომისიებმა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესში გაითვალისწინეს ცესკოს მიერ გაცემული დამატებით რეკომენდაციები. აღსანიშნავია, რომ არც ერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისი განკარგულება, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ, უფლებამოსილი პირების მიერ ამ დროისთვის არ ყოფილა გასაჩივრებული,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.

დღის ამბები