26 აპრილი 2024,   14:43
ვრცლად
გარდაბანში მესამე საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა

გარდაბანში, სკოლაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სკოლაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გარდაბანში, სადგურის ქუჩაზე, მესამე საჯარო სკოლის შენობაში იყო ხანძარი.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები გამოცხადნენ უმოკლეს დროში. მათი ინფორმაციით, ხანძარი იყო ოთხსართულიანი საჯარო სკოლის შენობის მეორე სართულზე ერთ-ერთ ოთახში. შენობიდან მოსწავლეები და პედაგოგები უსაფრთხოდ გამოვიდნენ. დაშავებული არავინ არის. ადგილზე მობილიზებული იყო სამი ეკიპაჟი," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები