19 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
მთავრობა მუშაობს, რომ სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებულ ინდუსტრიაში ჩართულ ადამიანებს პრობლემა სწრაფად მოუგვარდეთ - ნათია მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობა მუშაობს, რომ იმ ადამიანებს, ვინც სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებულ ინდუსტრიაშია ჩართული, პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოუგვარდეთ.

როგოც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რადგან ქვეყანა იმყოფება წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში და ეს თემები არ უნდა გახდეს სპეკულაციის საგანი.

 "რაც შეეხება იმ შეზღუდვებს, რომელიც ბოლო დეების განმავლობაში დავაწესეთ, განსაკუთრებით სოციალურ ღონისძიებებთან მიმართებით, აქ ბუნებრივია, ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი, რომლებიც ამ ინდუსტრიაში იყვნენ ჩართულები და შემოსავალს იღებდნენ, ბუნებრივია, ვაცნობიერებთ, რომ ამ ადამიანებს ეს შეზღუდვები შეეხოთ და ამ ადამიანებმა გარკვეული ზარალი განიცადეს. მთავრობა მუშაობს, რომ ამ ადამიანებს აღნიშნული პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოუგვარდეთ, რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ, რომ მაქსიმალურად მოვექცეთ კანონის ჩარჩოებში, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ვიმყოფებით წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში და ეს თემები არ უნდა გახდეს სპეკულაციის საგანი, თუმცა, ამ საკითხებზე მუშაობა მიმდინარეობს და შეგვიძლია, ეს ადამიანები დავამშვიდოთ," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დღის ამბები