19 ნოემბერი 2024,   03:22
ვრცლად
აქცია თბილისის მერიასთან - ქავთარაძის ბაზრობის მოვაჭრეების თქმით, 400 დასაქმებული სამუშაოს გარეშე რჩება

ქავთარაძის სანტექნიკის ბაზრობის მოვაჭრეები თბილისის მერიასთან აქციას მართავენ. ისინი კერძო საკუთრების დარღვევას აპროტესტებენ და სატრანსპორტო ზონის გაუქმებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება 400 დასაქმებული სამუშაო ადგილის გარეშე დარჩება.

"დირექციამ გადაწყვიტა, განეახლებინა და უფრო თანამედროვე ტიპის ბაზარი მოეწყო, როგორც სავაჭრო მოლი და დაიწყო კიდეც ამ ყველაფრის კეთება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მერიას ჰქონია პროექტი და ეს ადგილი სატრანსპორტო ზონად გამოუცხადებია, არადა ეს არის კერძო საკუთრება. პროექტი შეუსაბამოა ჩვენ საქმიანობასთან,"- ამბობს ქავთარაძის ბაზრის მოვაჭრე კახაბერ ჭიღლაძე.

"მოვითხოვთ, რომ გენგეგმის თანახმად, კერძო საკუთრება, რომელიც არის ლიკვიდირებული და არის ბაზრის საკუთრებაში ჩახაზულია გზა, რომელიც ბაზრის ერთ-ერთი მისასვლელია, დაგვიბრუნონ საკუთრება და გააუქმონ სატრანსპორტო ზონა,"- აცხადებს ქავთარაძის ბაზრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ია ჭღენტი.

ქავთარაძის ბაზრობის მოვაჭრეების აქცია თბილისის მერი გამოეხმაურა. კახა კალაძის განცხადებით, ადგილზე საკუთრების უფლება არ ირღვევა და გზა რომელიც გენერალური გემის მიხედვით არის, დარჩება. 

დღის ამბები