19 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
"გვინდა რომ დაუყოვნებლივ დაიკითხოს ქალბატონი ელისო კილაძე" - მიხეილ რამიშვილი

თამარ ბაჩალიაშვილების ოჯახი გენერალურ პროკურორს მიმართავს. ოჯახის ადვოკატები ითხოვენ ჟურნალისტ ელისო კილაძის დაკითხვას. მოთხოვნების ჩამონათვალში ისევ რჩება გამოძიების პროცესში FBI-ის მონაწილეობა.

"პირადად ოჯახის წევრებს უნდათ ბატონი ირაკლისგან მიიღონ გარკვეული პასუხები. ეს ეხება როგორც სატელიტებს, ასევე ეხება FBI-ის მხრიდან ექსპერტებს, ასევე, ეხება, იგივე ლეპტოპის და მობილური ტელეფონის გადაგზავნას. ამავდროულად, გვინდა რომ დაუყოვნებლივ დაიკითხოს ქალბატონი ელისო კილაძე, იმიტომ რომ მან განაცხადა, რომ კიდევ აქვს დამატებით ინფორმაცია,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

გამოძიების შესახებ განცხადება გააკეთა ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტმა, ეკა ქობესაშვილმა

"შუამდგომლობებში, ძირითადად, არის ინფორმაციის მოწოდება, მიმდინარეობს თუ არა საგამოძიებო მოქმედებები იმ უცხო დნმ-თან დაკავშირებით, რომელიც არის საქმის მასალებში და რომელიც აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში არსებულ სამედიცინო პირბადეზე და ასევე, ფოტორობოტში ასახული პირის იდენტიფიცირებისთვის რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა პროკურატურამ,“ - განაცხადა  ეკა ქობესაშვილმა

დღის ამბები