19 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
გასაკვირი არ არის, რომ ეს ეპიდაფეთქება დაიწყო აჭარიდან - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის რომ ეპიდვითარების აფეთქება აჭარაში მოხდებოდა, პროგნოზირებადი იყო.

გამყრელიძის შეფასებით, კარგია, რომ საზოგადოებაში სანიტარიზაციის ჩატარების კულტურა დაინერგა.

"გვაქვს ზრდა ქვეყანაში შემოდგომის დასაწყისში ახალი შემთხვევებისა, ხაზს ვუსვამ, რომ ეს იყო პროგნოზირებადი, იმიტომ რომ ზაფხულის პერიოდში შიდა ტურიზმის სეროზული განვითარებით, მობილობის სერიოზული გაზრდით, ვპროგნოზირებდით, რომ ეს ასე შესაძლებელია ყოფილიყო და ეს შესაძლებელია დაწყებულიყო სწორედ აჭარიდან და ბათუმიდან. რატომ? - იმიტომ, რომ ძალიან დიდი რაოდენობა მოსახლეობისა საქართველოსი გახლდათ კონცენტრირებული ამ რეგიონში, კერძოდ ბათუმში. ამიტომ ეს გასაკვირი არ არის, რომ ეს ეპიდაფეთქება დაიწყო აჭარიდან.

მეორე ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ ჩვენ, ყველა, გარკვეულწილად მოვეშვით. არ ვატარებდით ყველაზე მთავარ იარაღს - პირბადეს, არ ვიცავდით ხშირად დისტანციას, თუმცა კარგია, რომ დაინერგა მასიურად კულტურა სანიტარიზაციის" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები