თელავის რესურსცენტრის ხელმძღვანელი და საჯარო სკოლის დირექტორები ოპოზიციას ტყუილში ადანაშაულებენ. კონკრეტულად, განათლების სფეროს წარმომადგენლები, "ნაციონალური მოძრაობის" ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურნენ, სადაც თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი წინასაარჩევნო პროცესში მათ ჩართულობაზე საუბრობდა.
რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ლევან მრელაშვილი ოპოზიციონერს ბრალდებით პასუხობს და განმარტავს, რომ ბოტკოველის დავალებით პედაგოგებს ემუქრებიან, ხშირ შემთხვევაში ეს ხდება ანონიმური ზარით.
ბრალდებას "კურიერთან" საუბრისას აბსურდული უწოდა გიორგი ბოტკოველმა.