საქართველო პოსტპანდემიურ პერიოდს ელოდება. საზღვრების გახსნის შემდეგ ტურიზმმა იმაზე ბევრად მეტი სარგებელი შეუძლია მოუტანოს ქვეყანას, ვიდრე ახალი კორონავირუსის გავრცელებამდე.
პირველად ისტორიაში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა საქართველოში, ესპანეთს გარეთ ტარდება.
თბილისში ჩამოსული გაერო დღეს მთავარ შეკითხვას სვამდა, ისეთს, რომელიც ბოლო ათწლეულებია პრობლემების ჩამონათვალში ვერავის წარმოედგინა - როდის გაიხსნება დაპაუზებული ტურიზმი და რას შეცვლის პანდემია სექტორისთვის.
აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ პირველად ჩაატარა მადრიდის ფარგლებს გარეთ, ისიც - პანდემიის დროს და თან თბილისში.
24 ქვეყნის 170 წარმომადგენელს ჩარტერული რეისით ეპიდემიოლოგებიც ჩამოყვნენ. ის რომ ტურიზმმა საკუთარ თავზე დიდი დარტყმა მიიღო, ამაზე ყველა თანხმდება, მათ შორის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ქართველი გენერალური მდივანიც.