19 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19 კიდევ 30 პაციენტს დაუდასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 30 პაციენტს დაუდასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში 160 ტესტი ჩატარდა. ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში 69 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან ექვსის მდგომარეობა ისევ მძიმეა, 20-ის კი საშუალო სიმძიმის. ​

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფექციის გავრცელებიდან დღემდე ვირუსი სულ 756 პაციენტს დაუდგინდა, 198 გამოჯანმრთელდა, 7 გარდაიცვალა. 

დღის ამბები