"საქართველოს რკინიგზა" თანამშრომლების გარდაცვალებისა და დაზიანების გამო მწუხარებას გამოთქვამს განცხადებას ავრცელებს.
"ქუთაისში, თაბუკაშილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს უბედური შემთხვევა მოხდა.
მუშები ელექტროგადამცემი ხაზის მავთულს ჭიმავდნენ, რა დროსაც დენის დარტყმით ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურის წარმომადგენლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე ელექტრომონტიორი).
"საქართველოს რკინიგზა" მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლების გარდაცვალებისა და დაზიანების გამო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. კომპანია თანამშრომლობს გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები. მოკვლევაში ჩართულია შრომის უსაფრთხოების სამსახური“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, უბედური შემთხვევა დღეს, 17 სექტემბერს მოხდა," - აღნიშნულია განცხადებაში.