ქუთაისში რკინიგზაზე ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟის დროს დაშავებული მამაკაცი, რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
კლინიკის დირექტორის ირაკლი გოგინავას თქმით, მას დაზიანება აქვს კიდურებზე და ქირურგიული ჩარევა დასჭირდება.
"შემოყვანილია ახალგაზრდა მამაკაცი, ის იმყოფება მართვით სუნთქვაზე და ტარდება კვლევები. დაზიანებულია კიდურის სხვადასხვა ნაწილი, არის მოტეხილობები და დამწვრობა. პაციენტს პირველადი დახმარება გაეწია. მისი მდგომარეობა სტაბილურია და მისი პარამეტრები მართვას ექვემდებარება. პაციენტს ქირურგიული ჩარევა დასჭირდება," - განაცხადა ირაკლი გოგინავამ.