ცოტა ხნის წინ, ავტოავარაია მოხდა ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე. "ნისანის" მარკის მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.
ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო- სამედიცინო სამსახურია მობილიზებული.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.