წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ პატრიკეთის სკოლაში პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ის დღეს იმერეთში გამოვლენილი შემთხვევებიდან ერთ-ერთია. ინფორმაციას წყალტუბოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჩხეტიანიც ადასტურებს. ჩხეტიანის ინფორმაციით, პედაგოგმა ვირუსზე ტესტი გუშინ ჩაიტარა, რამაც დადებითი პასუხი აჩვენა.
ამ დროისთვის სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია და 100-მდე მოსწავლე და 24 პედაგოგი თვითიზოლაციაში იმყოფება. მიმდინარეობს წყაროსა და კონტაქტების დაზუსტება.