რუხის კლინიკაში ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ორი სტუდენტი და ერთი არასრულწლოვანი ანაკლია-განმუხურის საკარანტინო ზონიდან შეიყვანეს.
მათ კორონავირუსის ინფექცია დღეს დაუდასტურდათ. ამასთან, კლინიკაში ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან უკვე შეიყვანეს ე.წ. საბერიოს კლასტერის წევრი, რომელსაც COVID-19 ასევე დღეს დაუდგინდა.