"დღის კურიერის" ეთერში "ევროპული საქართველო- მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ აცხადებს, რომ კრიზისის მართვა მას ნათია თურნავამ დაუწუნა და მაგალითად 2008 წლის ომი მოიყვანა, როგორც ბოკერია აღნიშნავს ეს არის ყველაზე შეუსაბამო შეფასება და ამავდროულად ტყუილი, რაც პოლიტიკოსს არ შეეფერება.
გიგა ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ თურნავას ბრალდება თითქოს ოპოზიციას არჩევნების გადადება სურს არარეალური და ლოგიკას მოკლებულია.
"ნათია თურნავამ კრიზისის მართვა დაგვიწუნა. კრიზისის მართვის მაგალითად 2008 წლის ომი მოიყვანა. ამან გამოიწვია ჩვენი მკაცრი შეფასება. ეს უტიფარი მატყუარაა, როდესაც ადამიანს ომის დროს გაქცევას აბრალებ, ამაზე მძიმე ბრალდება არ არსებობს.
თუ თქვენ ჟურნალისტი ხართ და არ კითხავ ადამიანს რატომ იტყუები, ხოლო ამის ნაცვლად გააშუქებ ერთმა ერთი თქვა, ხოლო მეორემ მეორე. ეს არის პუტინის სტილის, ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდა. იმის ნაცვლად, რომ ვისაუბროთ იმაზე, ხვალ ქვეყანა როგორ გადავარჩინოთ სხვა რამეებზე ვსაუბრობთ.
რაც შეეხება პოლიტიკური გუნდის წევრებს. პოლიტიკური ფიგურა როდესაც იყავი და მსხვილ ბიზნესში გადახვედი ყოველგვარი, პოლიტიკური პროტესტის გარეშე, იმ პერიოდში კი, როდესაც მთავრობაში იყავი და ასეთ სიბინძურეებს ლაპარაკობ, ეს შენს პერსონაზე მეტყველებს. ასე, რომ პროფესიონალიზმი და უწესობა სხვადასხვა რამეა. ის არ წასულა თანმდებობიდან პოლიტიკური პროტესტის ნიშნად, ესეც არის ივანიშვილის სახე.
როდესაც საუბარია იმაზე, რომ ოპოზიციას სურს არჩევნების გადადება, ვერ ვხვდები ამ ბრალდებას. რომ მობრძანდება უტიფარი მატყუარა, პოლიტიკოსი ნათია თურნავა, მას ჰკითხეთ ამ ბრალდების შესახებ.
ჰკითხეთ, როდესაც ოპონენტებს მსგავს რამეს აბრალებს. არ რცხევნია? ამ ყველაფერის ნაცვლად ჩვენ უნდა ვიაროთ სწორი გეზით ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.