19 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
საქართველოს პერსონალური დაცვის საშუალებები აქვს საკმარისი რაოდენობით - თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში ვირუსისგან დამცავი საკმარისი რაოდენობის საშუალებების მარაგია. ამავე დროს, ცერცვაძის თქმით, საქართველოს, თავისი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საკმარისი ხარისხის პერსონალური დაცვის საშუალებები აქვს. 

"დამცავი საშუალებები თავიდან იყო დეფიციტში, ისევე როგორც ყველგან, შესაძლოდ მოკლე დროში ეს დეფიციტი გამოსწორდა. ის ნიღაბი რომელიც ჩვენ გვაქვს, ვინ თქვა რომ არ არის ხარისხიანი? ამას ძალიან სერიოზული შემოწმება უნდა, ის ხარისხიანი არის თუ არ არის. მე მიმაჩნია, რომ საქართველოს თავისი ეკონომიკური განვითარების პირობებზე და თავის ტოლ ქვეყნებთან შედარებით, პერსონალური დაცვის საშუალებები აქვს საკმარისი რაოდენობით და მარაგებით. მსოფლიოში კოვიდ ავადმყოფთა შორის ექიმების სამედიცინო პერსონალის წილი დაახლოებით 20%-ია, საქართველოში 10%-ზე ნაკლები.

რაც შეეხება ანტიბიოტიკებს, საქართველოში საკმარისია და საკმარისზე მეტია ისეთი ანტიბიოტიკები, რომლებიც ბევრი ჩვენი ტოლი ქვეყნისთვის სანატრელია. რა თქმა უნდა, არ არის მთლად ბოლო დასახელების ანტიბიოტიკები, რომელიც ძალიან ძვირი ღირს და იქაც სულ ერთი ორი წლის წინ გამოჩნდა ბაზარზე. ეს პრობლემა, რომ ანტიბიოტიკებს რაღაც ელიტური ჯგუფი საქართველოში არ არის, ეს არავითარ კავშირში არ არის კოვიდთან. ეს ასე იყო შარშან წინ, იმის წინ და ასე იქნება კიდევ ერთი და ორი წელი, სანამ საქართველოს ეკონომიკა არ განვითარდება იმდენად, რომ შემოიტანოს ყველაფერი, რაც კი მსოფლიო ბაზარზეა," - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

დღის ამბები