პოპვარსკვლავ ლედი გაგას ახალ კლიპში სოფიკო ჭიაურელის პოსტერი გამოჩნდა. კლიპი სახელწოდებით "911" სომხური წარმოშობის ქართველი რეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებით არის შთაგონებული.
მუსიკოსმა კლიპში ერთ-ერთი ფილმის "ბროწეულების ფერის" პოსტერი გამოიყენა. კლიპი ინტერნეტ სივრცეში 19 საათის წინ განთავსდა და უკვე 6 მილიონამდე ნახვა დააგროვა.