19 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
სოფლის მეურნეობის მინისტრი კახეთში ყურძნის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნო

კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია - ყურძნის შესყიდვის პროცესში ყოველდღიურად 50-ზე მეტი საწარმოა ჩართული. დღეს რეგიონში იმყოფებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და საწარმოებში ყურძნის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნო.

ლევან დავითაშვილი თელავში, ღვინის კომპანია "წინანდლის ძველი მარნისა" და "მეღვინეობა შუმის" მევენახეებს შეხვდა და მოსავლის შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

როგორც დავითაშვილმა განაცხადა, ჭარბი მოსავლისა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ზარალის მიუხედავად, ყურძნის დაბინავება ორგანიზებულად მიმდინარეობს.

დღეის მონაცემებით, კახეთში 94 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული.

დღის ამბები