მმართველი გუნდის ლიდერებმა სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პირველი მონაკვეთის მშენებლობა დაათვალიერეს, რომელიც ექსპლუატაციაში 2021 წელს შევა.
სამუშაოები უკვე მიმდინარეობს სამტრედია-გრიგოლეთის პირველ 11,5 კილომეტრიან მონაკვეთზე. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და სამუშაოების ღირებულება 89 მილიონ ლარს შეადგენს.