თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარაში გამოვლინდა.
მისივე ინფორმაციით, 30 შემთხვევა თბილისს უკავშირდება.
"196 ახალი დადასტრურებული შემთხვევა ასეთი განაწილებით გახლავთ -128 არის აჭარა, 30 გახლავთ თბილისი, 19-ქუთაისი, 6-სამეგრელო ზემო-სვანეთი, 5 ქვემო ქართლი, 1 შიდა ქართლი, 4 არის გურია, 2- მცხეთა-მთიანეთი და 1 კახეთი," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.