მინსკში სამართალდამცავებმა ქალების საპროტესტო მარში დაარბიეს. ბელარუსის დედაქალაქში, საპროტესტო მარშში მონაწილეობა 2000-ზე მეტმა ქალმა მიიღო.
პოლიციამ მათ გზა გადაუღობა და ფურგონებში ძალით ჩასვა. ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაცია "ვიასნას" ინფორმაციით, სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 200-ზე მეტი მონაწილე დააკავეს.
ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. საზოგადოების ნაწილი არჩევნების შედეგებს არ ცნობს.