თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო ჰოსპიტლებში მკურნალობა-მეთვალაყურეობას 1981 პაციენტი გადის.
როგორც მარინა ეზუგბაია აცხადებს, მხოლოდ კოვიდ-ცენტრებში 836 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის 80-მდე პაციენტის მდგომარეობა მძიმე, 14-ის კი კრიტიკულია. მისივე თქმით, დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქად ფასდება.
რაც შეეხება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, კლინიკიდან ერთი პაციენტი სასტუმრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე ინფექციურში კორონავირუსის დიაგნოზით 34 პაციენტი რჩება, მათ შორის 1 კრიტიკულად მძიმე და 2 მძიმე პაციენტია.