19 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
მქონდა ყველა ჩემს მეგობართან და თანაპარტიელთან კომუნიკაცია, ვისაც COVID-19 დაუდასტურდა - ჯაბა ჯიშკარიანი

პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ჯაბა ჯიშკარიანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, აცხადებს, რომ ტემპერატურა არ აღენიშნება და მხოლოდ თავის მსუბუქი ტკივილები აწუხებს.

ჯიშკარიანის თქმით, როდესაც მის თანაპარტიელს ლევან გოგიჩაიშვილს ვირუსი დაუდასტურდა, თვითონაც თვითიზოლაციაში გადავიდა და შესაბამისად, მისი კონტაქტების წრე დიდი არაა.

"მე ახლა მოთავსებული ვარ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, ბოქსირებულ პალატაში. დღეს ამიღეს ანალიზები ისევ. გამიკეთეს კომპიუტერული ტომოგრაფია, ველოდები პასუხებს. 

თავის მსუბუქი ტკივილები მაქვს პერიოდულად, მეტი არაფერი. ტემპერატურა არ მაქვს. არანაირი სიმპტომი არ მაქვს აბსოლუტურად.

მე მქონდა ყველა ჩემს მეგობართან და თანაპარტიელთან კომუნიკაცია, ვისაც დაუდასტურდა "კოვიდ-19". ეს არის 5 ადამიანი დაახლოებით - ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ვინც არიან ჩვენები. არავისთან კომუნიკაცია არ მქონია, ლევანის რომ დაუდასტურდა "კოვიდ- 9", იმ წუთას წავედი თვითიზოლაციაში," - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

დღის ამბები