19 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
იმერეთში 19 ახალი ინფიცირებული ოქროს სავაჭრო ცენტრის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია - ზვიად შალამბერიძე

იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, იმერეთში 19 ახალი კოვიდინფიცირებული ოქროს სავაჭრო ცენტრის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია.

მისივე ინფორმაციით, იმერეთის მასშტაბით 1,105 ტესტი ჩატარდა.

"იმერეთის მასშტაბით 1105 ტესტი ავიღეთ, საიდანაც 19 ახალი შემთხვევა დაგვიდასტურდა. ძირითადი მათგანი არის გაგრძელება ოქროს სავაჭრო ცენტრის შემთხვევების და რამდენიმე არის ახლები, რომლებზეც ვმუშაობთ კონტაქტების დადგენასა და წყაროს წარმომავლობაზე," - განაცხადა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოკვლეული ბიოლოგიური ნიმუშებიდან, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 8 პირს დაუდასტურდა. მათგან 2 ე.წ. საბერიოს კლასტერის წევრია, ერთი კი მცირეწლოვანი, რომელიც დედასთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი და რუხის კლინიკაშია მოთავსებული.

"გუშინ გაიტესტა 437 ნიმუში. აღნიშნულიდან არის გამოვლენილი 8 ახალი შემთხვევა. ორი ეკუთვნის სენაკელი ქალბატონის კონტაქტებს. ასევე არის 3 ინფიცირებული ფოთში. ფოთის შემთხვევაში ეს წარმოადგენს ბათუმის ჯგუფს. ასევე არის 2 ოკუპირებული აფხაზეთიდან, კერძოდ, საბერიოს ჯგუფი. 1 არის მცირეწლოვანი, რომელსაც გააჩნია კოვიდინფექცია და ის გადმოყვანილია დედასთან ერთად აფხაზეთიდან," - აღნიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ. 

დღის ამბები