24 აპრილი 2024,   15:59
ვრცლად
კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი 60 წლის ქალია - მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ქვეყანაში covid-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0.54%-ია 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსისგან გარდაცვლილი მე-20 პაციენტი 60 წლის ასაკის ქალია.

ეზუგბაიას თქმით, ის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კიდევ სამ პაციენტთან ერთად გადმოიყვანეს.

"დაგვემატა ერთი, მე-20 გარდაცვლილი. ეს პაციენტი არის აფხაზეთიდან გადმოყვანილი. მასთან ერთად გადმოყვანილი იყო კიდევ სამი, სულ ოთხი კრიტიკულად მძიმე პაციენტი. სამწუხაროდ, 60 წლის ქალბატონის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და გარდაიცვალა 20 სექტემბერს. სიკვდილობის მაჩვენებელი გახლავთ 0.54%," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები