covid 19 დაუდასტურდა ქობულეთში გასართობი ცენტრ "ციცინათელას" დირექტორს. ის ახლა ფოთშია გადაყვანილი, სადაც მკურნალობის კურსს გადის.
დღის ბოლოს "ციცინათელას" დირექტორის ოჯახის წევრების პასუხებსაც ელოდებიან.
კორონავირუსი ასევე სენაკში ორ მოსწავლეს და ერთ მასწავლებელს დაუდასტურდა, სკოლაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
რაც შეეხება იმერეთს, რეგიონში გამოვლენილი ახალი შემთხვევები ე.წ. "ოქროს ბირჟას" უკავშირდება. როგორც იმერეთის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე აცხადებს, არსებობს იმერეთში ახალი წყაროები, რომელსაც ეპიდემიოლოგები სწავლობენ.
"620 აღებული ნიმუშიდან დადასტურდა 53. წყარო ძირითადი ნაწილის არის ოქროს სავაჭრო ცენტრი, თუმცა არსებობს ახალი წყაროებიც, რომელსაც ვსწავლობთ,"- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.